„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3104-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018936
3104-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
430040000.05.001.018936
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) „გ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;

ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;

ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს;“.

2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისათვის;

ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტს;

დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობას;

ე)  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში;

ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.

მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;“.

4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხარდაჭერას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებში.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლების სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3104-რს