დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3032-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440020010.05.001.018957 |
|
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს;“. 2. 161 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3032-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები