დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/15987-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 28/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე |
განმცხადებელი: შპს „საქართველოს მარკა“, ს/კ 202906962 წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე, შპს „რეაბილიტაციის“ ს/კ 206096419 ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ამირან დადვანი კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური წარმომადგენლები: ნინო მუმლაძე-ბარავკოვი, გვანცა ღვინაშვილი, მერაბ წირქვაძე გაკოტრების მმართველი: აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენლები: ლელა ხაციკიდუ, ირაკლი წიკლაური, ნათია სახოკია, მიხეილ ლომთაძე მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია: 2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. 2017 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 9 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2017 წლის 9 აგვისტოს, კრედიტორთა პირველ კრებაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა. კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნა 571 742 ლარისა და 19 თეთრის ფარგლებში, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა. გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა : 1. მოწვეულ იქნეს შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის გაკოტრების ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 13 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზში №9. 3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე. 4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები