„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3138-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.019021
3138-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
480610000.05.001.019021
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ.“.

2. 44-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წერილობით აცნობებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აგრეთვე მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის.“.

3. 45-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს.“;

ბ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის პენიტენციურ სამსახურს.

13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3138-რს