„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3042-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.018961
3042-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
450000000.05.001.018961
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის კოორდინაციას და ამ საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

3. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.“.

4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფოს ეგიდით კულტურული გაცვლის სუბიექტთა უცხოეთში გასვლის ნებართვას იძლევა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3042-რს