„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3059-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.019026
3059-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
360090000.05.001.019026
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარიაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა;“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო მიზნებისთვის (დიაგნოსტიკა, თერაპია) გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული რადიოფარმპრეპარატები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3059-რს