„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ

  • Word
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 15/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
319
01/07/2004
სსმ, 72, 15/07/2004
000000000.00(0).000.000000
„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის“ თანახმად, თამბაქოს ნაწარმის დამზადების, დისტრიბუციის რეგულირებისა და კონტროლის, აგრეთვე უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია ლიცენზიის არსებობა. თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და მისი გადაზიდვის ლიცენზირების მოთხოვნას ადგენს „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად 2004 წლის 1 აგვისტომდე მოამზადოს წინადადებები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს, დაინტერესებულ კომიტეტებთან ერთად, წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მოამზადონ კანონპროექტი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.

3. ამ დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№319–რს