დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1100/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 20/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ (მის.: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №4) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება. 2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) 4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის კ. გრძელიძის განცხადებები: №48991, 21.05.2018 წ; №55531, 08.06.2018 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი № ლ/ლნ-950-120, 18.06.2018 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები