დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2636-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200010.05.001.018890 |
|
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.“. 2. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2636-IIს |
დოკუმენტის კომენტარები