ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების შესახებ

  • Word
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 26/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
484
12/10/2004
სსმ, 120, 26/10/2004
000000000.00(0).00.000000
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების შესახებ

საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა, ახალი ტიპის საფრთხის წარმოშობის საშიშროებამ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების მტკიცე გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყანა დააყენა აუცილებლობის წინაშე შეიმუშაოს დემოკრატიული კურსის, ღირებულებებისა და საკუთარი ხალხის უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვის მექანიზმები.

მეზობელ სახელმწიფოებში, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ცხადყო, რომ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია შემუშავებულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ამასთან, საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგენს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO) შორის არსებული �ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით� (IPAP) გათვალისწინებულ ვალდებულებას.

პარლამენტს მიაჩნია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა დაეფუძნოს არსებულ საფრთხეთა და პოტენციურ საშიშროებათა ანალიზს, რათა საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს სახელმწიფოს თავდაცვის უწყებათა, სამინისტროთა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა კოორდინირებული და ეფექტიანი მოქმედების, აგრეთვე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთა მხრიდან მტრული ან უკანონო ადმინისტრირების ინსტიტუტებისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის კონკრეტული სქემა.

საქართველოს პარლამენტი თვლის, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას აქვს არა მარტო განმსაზღვრელი მნიშვნელობა სახელმწიფო სამხედრო დოქტრინის შემუშავებისათვის, რაც გავლენას მოახდენს ქვეყნისა და მოქალაქეთა თავდაცვისუნარიანობის ხარისხის რეალურ ამაღლებაზე, არამედ უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის შეუქცევადობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ (გ. ბეჟუაშვილი) რეალურ ვადებში, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშაოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 12 ოქტომბერი

484�IIს