დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016516 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2018; 010250050.35.148.016506) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უსახლკაროდ რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ „უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ“ განაცხადის ფორმას, შესაბამის დოკუმენტაციას და ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შედეგად დარეგისტრირდება უსახლკარო პირად.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საცხოვრებელი ფართი არ აქვს საკუთრებაში და არც სხვა უძრავი ქონება გააჩნია (რაც დადასტურებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით) – 5 ქულა;“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ქულების მინიჭებისას ყველაზე მაღალ ქულად ითვლება 5, ხოლო ყველაზე დაბალ ქულად – 1“. ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ო) ამ წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები