დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016073 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის № 121 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა თანდართული დანართების (დანართი № 1– 9) შესაბამისად.“;
|
2.
მე-8 დანართის შემდეგ დაემატოს მე-9 დანართი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №9
|
სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მოსამსახურის
ფორმის ტანსაცმელი |
![]()
პლანშეტი №1
მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი; მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია სამსახურის გერბი, გერბის ქვეშ – აბრევიატურა „სუს“, ჟილეტის უკანა მხარეს შუა ნაწილში წარწერა „სუს ანტიკორუფციული სააგენტო“; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შუა ნაწილში გამოსახულია სამსახურის გერბი, გერბის ქვეშ – აბრევიატურა „სუს“. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები