დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016297 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
|
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 30.12.2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.120.016191) შეტანილ იქნეს ცვლილება. 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი №1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 1 სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო ) წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს , რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს .“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი №1) მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : მუხლი 3 1. საბჭო შედგება 11 წევრისაგან . 2. საბჭოს თავმჯდომარეა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კურატორი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში . 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი . 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე , რომელიც შეიძლება იყოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი . 5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება -მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე . 6. საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარის და მოადგილისა , შედიან : ა ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ; ბ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ; გ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის , ტურიზმის , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ; დ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის , მშენებლობის , სამშენებლო ზედამხედველობის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ; ე ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ; ვ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების , ეკონომიკური სტატისტიკის , ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ; ზ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის , ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ; თ ) სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ; ი ) არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურდიული პირის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა -ბაღები ) გაერთიანების " დირექტორი . 7. საბჭოს ჰყავს მდივანი , რომელიც არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახურის წარმომადგენელი . 8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი . 9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი . 10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები , განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე , სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად , სათათბირო ხმის გარეშე .“. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი №1) მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 5 1. საბჭოს ფუნქციებია : ა ) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით ; ბ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების , მუნიციპალიტეტის , სსიპ -ების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით ; გ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან , საკრებულოსთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი , სატრანსპორტო , საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება ; დ ) შშმ პირთა სოციალურ -საყოფაცხოვრებო , მათ შორის სურსათ -სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ; ე ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა ; ვ ) შშმ პირებთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი ; ზ ) შშმ პირებთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება ; თ ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი , შეფასება , ზედამხედველობა და კოორდინაცია ; ი ) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება ; კ ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე .“. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების (დანართი №1) მე -11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : მუხლი 11 1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ოთხჯერ . 2. მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში .“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები