დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.140.016358 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017 წ., 010260020.35.140.016282) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში; დ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში;“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელია პროფესიული საჯარო მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციით ). 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები