„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016355
49
02/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
010260000.35.140.016355
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017წ., 010260000.35.140.016279)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და  არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობისა და  არქიტექტურის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;“.

3. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების და მოსამსახურეებისაგან, კერძოდ:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების (შემდგომში განყოფილების) უფროსი;

გ) განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის და მოსამსახურეებისაგან, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით.“.

4. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობასა და ურბანულ დაგეგმარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვას და მოსახლეობის წყალმომარაგებას;

ბ)  დასახლების განვითარებისა და რეაბილიტაციის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება - განხილვასა და შეთანხმებას, მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას;

დ) არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას;

ე)  საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების, მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;

ვ)  მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობების განხილვას, მოქალაქეთა პირად  მიღებას მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;

ზ)  გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების, სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;

თ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა-საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით - ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას;

ი) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის:

ი.ა)  არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას;

ი.ბ)  გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას;

ი.გ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას;

ი.დ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს;

ი.ე) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას.“.

5. დებულების  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის განყოფილების ფუნქციები

1. მეორადი სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსს და მოსამსახურეებს (სპეციალისტებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი.

4. განყოფილება უზრუნველყოფს დებულების მე-3 მუხლში მითითებული ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

 

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე