„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016354
48
02/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
010260020.35.140.016354
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №48

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260020.35.140.016278) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის განყოფილების და სხვა მოსამსახურეებისგან. კერძოდ:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. იგი წარმართავს სამსახურის საქმიანობას. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობით;

ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია – მეორადი სტრუქტურული ერთეული, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილება, რომლის საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. მისი უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით;

გ) განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის და მოსამსახურეებისაგან, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაოთა აღწერილობებით;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, სხვა მოსამსახურეთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და სხვა მოსამსახურეებს (სპეციალისტებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – ქონების აღრიცხვის, ეკონომიკური დაგეგმვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის განყოფილება, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, უზრუნველყობს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილი ფუნქციების შესრულებას.

5. მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

6. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლოს საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებით და გარანტიებით.

7. სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობებით;

ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) შეასრულოს დადგენილი შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე