„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016353
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
47
02/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
010260020.35.140.016353
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბერის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2018 - 10/08/2018)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2018 წლის 2 ივლისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010260020.35.140.016276) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს :

ა) სტრუქტურული ერთეულების (სამსახურებისა) და მერის წარმომადგენლების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;

გ) მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;

დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ვ) საქმისწარმოებაში ტიტულიანი ფურცლის სათანადოდ გამოყენებას;

ზ) მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ი) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა - წარმოებას;

კ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

ლ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;

მ) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ნ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

ო) დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას;

პ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას, კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე კონტროლს ;

ჟ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას;

რ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვა; სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტერიტორიულ ორგანოებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობას, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს;

გ) მერიის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას;

ე) მერის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე