დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016816 |
|
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016225) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა 1. ნორმატიული აქტის პროექტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნა, სამართლებრივი დასკვნის შედგენა და გადაგზავნა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით, სისტემის საშუალებით. 2. სამართლებრივი ექსპერტიზისთვის უნდა გაიგზავნოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტის პროექტი. ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივი დასკვნა უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.“. 2. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ნორმატიული აქტი მაცნეს გამოსაქვეყნებლად ეგზავნება სისტემის მეშვეობით, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტისა. გამოსაქვეყნებლად გაგზავნილი ნორმატიული აქტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები