ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016257
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
29/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
010260020.35.151.016257
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2018 - 24/01/2024)

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის    „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, „ნორმატიული  აქტების  შესახებ” საქართველოს   კანონის  მე-20  მუხლისა  და  25-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   2014 წლის 27  ნოემბრის №31  დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014,   სარეგისტრაციო კოდი:   010260020.35.151.016169)  „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“ .
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი  №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის

სამსახურის დებულება


მუხლი   1.  ყაზბეგის   მუნიციპალიტეტის   მერიის    სამხედრო   აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

1. მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა  პირველად  სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას,  სამხედრო სამსახურისათვის  მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას.

2.   სამსახური   თავის   საქმიანობას   წარმართავს   მოქმედი   კანონმდებლობის,    მერიის დებულების,   ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დ. სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა №1.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის    საქმიანობას     წარმართავს     პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის    უფროსი,    რომლის     უფლებამოსილებები    და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მერიის   დებულების მე-8  მუხლით და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის   სამსახურის უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მერის  ბრძანებით  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების  მე-14 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4.   სამსახურის  საჯარო  მოხელეთა   თანამდებობაზე   დანიშვნა-გათავისუფლებისა   და   პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  მოქალაქეთა   პირველად  სამხედრო  აღრიცხვაზე  აყვანას,  სამხედრო სამსახურისათვის  მომზადებას  და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით  მუშაობას;

გ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მოქალაქეთა  მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;

დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და  ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;

ე) აქტიური, ინდივიდუალური  და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და  გაწვეულთა  შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

თ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვას;

ი) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებას;

ლ)   სამხედრო   აღრიცხვიანობისა   და   სამხედრო   სამსახურში   გაწვევის   საკითხებზე   წესების    დარღვევის ფაქტებზე,  სათანადო  საფუძვლების  არსებობის  შემთხვევაში, კანონმდებლობით  დადგენილი  კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავი  ორგანოებისათვის;

მ) მერთან  შეთანხმებით ტექნიკური რეკომენდაციებისა და მითითებების გაცემას, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.