დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.131.016265 |
|
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში (სსმ 16/04/2018 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.131.016241) შეტანილ იქნეს ცვლილებები. |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში და დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეებისგან.“. |
| მუხლი 3 |
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში და დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.“. |
| მუხლი 4 |
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში და დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 5 |
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №19 დადგენილებაში და დებულების მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამსახურში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეები.“. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები