„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016262
40
29/06/2018
ვებგვერდი, 04/07/2018
010260020.35.131.016262
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის  №16 დადგენილებაში   (სსმ, 16/04/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.131.016238) შეტანილ იქნეს ცვლილებები.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის  N16 დადგენილებაში და დებულების მე-3  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის  პროფესიული საჯარო მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.“.

მუხლი 3
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის  №16 დადგენილებაში და დებულების მე-3  მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 4
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის   სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის  №16 დადგენილებაში და დებულების  მე-4  მუხლის პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  სამსახურში შემავალი პროფესიული  საჯარო მოხელეები.“.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი