„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017114
259
29/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
200090000.22.033.017114
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №259

2018 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII2 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII3 კარი:

კარი VII3

ბაზრობის ორგანიზება

მუხლი 1113. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭება

1. პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით (დანართი №VII3-01) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. საგადასახადო ორგანო:

ა) განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ბ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს ვადას მის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში, განცხადების განხილვის 10-დღიანი ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

გ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში პირს ანიჭებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს (დანართი №VII3-02).

5. საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა შედეგად იმ პირის გამოვლენისას, რომელიც საქართველოში ბაზრობის ორგანიზებას ეწევა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირს საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოადგენა სავალდებულო არ არის, რაც არ ათავისუფლებს მას აღნიშნული დოკუმენტაციის შემდგომში წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებია) ეწევა, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 8. პირი ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონედ ითვლება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 1114. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები

1. ბაზრობის ორგანიზატორის  სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;

ბ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრობის ორგანიზატორის  სტატუსის მქონე პირს სურს გაზარდოს/შეამციროს ბაზრობის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე, მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები ამ ინსტრუქციის 1113 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.   აღნიშნული არ ეხება შემთხვევას, როდესაც ბაზრობის ტერიტორიის ფართობის ცვლილება არ იწვევს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების ცვლილებას.

3. ამ კარის მიზნებისათვის, სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა გულისხმობს პირისათვის სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის სარგებლობის უფლების ნებისმიერი ფორმით გადაცემას.

მუხლი 1115. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, არაუგვიანეს სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია (დანართი №VII3-03) ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების თაობაზე ინფორმაცია (დანართი №VII3-03) არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი).

4. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკური პირი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონედ ითვლება შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტისას - იჯარის შეწყვეტისას), საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს უუქმებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის მონაცემებს ამოიღებს რეესტრიდან.

მუხლი 1116. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი

1. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

3. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის შემოსავალი დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 79-ე–81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად.

ბ) გადასახადის დეკლარირება ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის (№II-04 დანართი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის გზით.“.

2. 1116 მუხლის შემდეგ დაემატოს NVII3-01;  NVII3-02 და NVII3-03 დანართები თანდართული რედაქციით;
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 1115 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებისა და 1116 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 1115 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები და 1116 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრინიკოლოზ გაგუა