წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016383
31
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250050.35.104.016383
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2018 წლის 29 ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2015, სარეგ. კოდი: 010250000.35.104.016243):
ა.ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ბ) მუნიციპალიტეტის მერს:“.

ა.ბ) დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს მერს.

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება შეიძლება სხვა  დროსაც, მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

6. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.“;

 

ა.გ) დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „2) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“;

ა.დ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის

მოწმობის ფორმა

 

 

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

საპატიო მოქალაქე

 

 

 

 

 

 

ფოტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოწმობა

 

.................................................................

სახელი, გვარი

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის

....... წლის ...............  N ........ბრძანებით

მიენიჭა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება

 

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ...............................................

(ხელმოწერა, ბეჭედი)

.
ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №45  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2014, სარეგ. კოდი: 010250050.35.104.016191) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.tsalenjikha.gov.ge.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია