დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/07/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016381 |
|
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016340) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მერიის სამსახურების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ, მატერიალურ-ტექნიკურ, ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფას, მერიაში ადამიანური რესურსების მართვას, ერთიან საქმისწარმოებასა და ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობას, მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზებას საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან.“; |
ბ)
მე-3 მუხლის ,,ბ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს
. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 6 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები