დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016380 |
|
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: |
ა)
მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი1) იურიდიული სამსახური.“; |
ბ)
მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამსახურების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმიანობის ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური, ანალიტიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა; მერიაში ადამიანური რესურსების მართვა, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობა, ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან.“; |
გ)
მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,91“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 6 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები