„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016335
59
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250020.35.124.016335
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №59

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ”, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №49 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 29/09/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016165) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოება განახორციელოს  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის მერიამ.“.

2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაცია.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) №1 დანართის მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი ყუთი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“.

ბ) №1 დანართის მე-5 მუხლის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო  საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე