„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016332
56
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250020.35.124.016332
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნეს  www. matsne. gov.ge, 02/06/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016150) შეტანილი იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.პირველი მუხლის (ზოგადი დებულებანი) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. პიროვნებას უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე