„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016330
54
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250020.35.124.016330
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №54

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის  №60 დადგენილებაში  (საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 16/10/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016176) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1 . დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ.“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის (ზოგადი დებულებანი) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

3. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

4. საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და /ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს წევრი.

6. მუნიციპალიეტის მერიისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ის მე-3 მუხლის (მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა):

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერისა  და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე სამი დღით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატრი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.baghdati.gov.ge) და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით  ორგანოში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალტეტის ვებგვერდზე www.baghdati.gov.ge  ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე