„დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016326
52
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250050.35.124.016326
„დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ბაღდათი

 

დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,დასახლების საერთო კრების ტიპური  დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში  (საკანონმდებლო მაცნე  (www. matsne. gov.ge), 04.02. 2016წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1 . დადგენილების მე-3 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:“;

ბ) 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მერიის  დებულებაში ცვლილებების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის (საერთო კრების უფლებამოსილება) 1-ლი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;“;

„თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის (ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.“.

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, 1 სამუშო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით უარი ეთქმევა საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.“.

ვ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“;

ზ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის (მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა):

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა.“;

ბ)  1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის მერს  არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის  მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის (რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის (საერთო კრების საქმიანობის წესი):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ( ოქმი) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომის აუდიო ვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის (რჩეულის უფლებამოსილება) 1-ლი პუნქტის „ვ“და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.“;

„ზ) მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საერთო კრების გადაწყვეტილების განხილვაში;“.

9. დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების  მე-14  მუხლის  (რჩეულის არჩევის წესი):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის (რჩეულის არჩევის პროცედურა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე