ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 210010000.35.132.016397
49
28/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
210010000.35.132.016397
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 28 ივნისი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველ­ზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუ­ალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში – აბონენტი) დასახ­ლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) და­რიცხვის თარიღში, რომელთაც 2018 წლის 1 მაისის შემდგომ მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს.
მუხლი 2
პირველ მუხლში აღნიშნულ აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 1 მაისი.
მუხლი 3
დაევალოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისს სამსახურს/ოპერატორს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქ­მედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იური­დიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთა­ვების მოსაკრებ­ლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე