„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.020660
344
28/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
010240060.10.003.020660
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2018 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

) 38- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. 2 სამუშაო დღის ვადაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობებზე განმეორებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტიური სერტიფიკატის გაცემა ან გაცემული სერტიფიკატის აქტივაცია – მომსახურების საფასური 10 ლარი.“;

) 38-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 – 384 პუნქტები:

„381. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური 200 ლარი.

382. 30 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური 550 ლარი.

383. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე კვალიფიციური ელექტრონული  შტამპის სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური 250 ლარი.

384. 20 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე ორი ერთეული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე – მომსახურების საფასური 15 500 ლარი.“;

გ) 45-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე – 50-ე პუნქტები:

„46. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების  მომსახურების გარანტირებული წარმადობით  მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეულ გარანტირებული წარმადობისა და 0,000062-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში, მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების  შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

47. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) დროის კვალიფიციური აღნიშვნის    მომსახურების გარანტირებული წარმადობით  მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეულ გარანტირებული წარმადობისა და  0,000062-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების  შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

48. 30 სამუშაო დღის ვადაში (განცხადების განხილვის ვადა) ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით  მიწოდება – საფასური შეადგენს მომსახურების პერიოდში  თითოეული დღის შერჩეულ თითოეულ მონაკვეთში არსებული წამების რაოდენობის იმავე მონაკვეთებში შერჩეული გარანტირებული წარმადობისა და 0,000124-ის ნამრავლის მნიშვნელობას ლარში, სადაც:

ა) ერთ წამში მინიმალური გარანტირებული წარმადობაა 1 მოთხოვნა;

ბ) კალენდარული დღის განმავლობაში სხვადასხვა გარანტირებული წარმადობა შესაძლებელია შეირჩეს დღის არაუმეტეს 3 მონაკვეთში, რომელთა ჯამიც უნდა შეადგენდეს 24 საათს;

გ) მომსახურების პერიოდში მომხმარებლის მიერ კალენდარული კვირის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შერჩეული თითოეული დღის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უნდა იყოს იდენტური, ხოლო შაბათსა და კვირას შესაძლებელია განსხვავებული კონფიგურაციით დღეების წარმადობების  შერჩევა;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული კალენდარული კვირის გარანტირებული წარმადობის კონფიგურაცია უცვლელი უნდა რჩებოდეს მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

49. 30 სამუშაო დღის ვადაში 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადის მქონე ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემა, ელექტრონული ხელმოწერის დეშიფრაციის ინსტრუმენტის სააგენტოსთვის მიწოდების პირობით (გარდა სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის შიფრაციის სერტიფიკატით დაშიფრული ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მიზნით გაცემისა) – მომსახურების საფასური 1500 ლარი.

50. 30 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის (მიუხედავად დახურული გასაღებების და სერტიფიკატების რაოდენობისა) შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების 1 კალენდარული წლის განმავლობაში მიწოდება შეადგენს 10000 ლარს.“.

2. 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენებით შესრულებული განაცხადის საფუძველზე გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები

იმ მომსახურებისათვის, რომელთან დაკავშირებითაც განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენებით, დადგენილია შემდეგი ვადები და საფასურები:

ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის საფასურების  გადახდა ხდება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;

ბ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემისთვის საფასურების გადახდა ხდება ამ დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;

გ) საინფორმაციო ბარათის გაცემისთვის საფასურების გადახდა ხდება  ამ დანართის მე-2 მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით;

დ) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემისთვის საფასურების გადახდა ხდება ამ დანართის მე-2 მუხლის 33-ე პუნქტით გათვალისწინებული განაკვეთებით.“.

3. მე-6 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფასურის, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის 384, 49-ე და 50-ე პუნქტებით, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადახდა ხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განაცხადის შეტანის დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ დანართის მე-2 მუხლის 384, 49-ე და 50-ე პუნქტებით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დაწყების დროისა.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ამ დანართის მე-2 მუხლის 38-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა ხდება განაცხადის შეტანის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემიდან 10 კალენდარული დღისა, ხოლო სააგენტოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების საშუალებით ამ დანართის მე-2 მუხლის 38-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნისას საფასურის გადახდა ხდება სერტიფიკატის გაცემამდე.

9. ამ დანართის მე-2 მუხლის 46-ე – 48-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების პერიოდი განისაზღვრება გადახდილი თანხის ოდენობის შესაბამისად.“.

4. მე-7 მუხლის:

ა)  მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თუ დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა ამ დანართის მე-2 მუხლის 46-ე – 48-ე და 50-ე პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტა, მას უბრუნდება მიუღებელი მომსახურების პროპორციული თანხა.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით დადგენილი წესით, საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის 46-ე – 48-ე და 50-ე პუნქტებით განსაზღვრული მომსახურებისა. ამ დანართის მე-2 მუხლის 46-ე – 48-ე და 50-ე პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს მომსახურების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში. განაცხადის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება, ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.“.

5.  მე-8 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ დანართის მე-2 მუხლის 381 – 384 და 49-ე პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ შეუძლებელია მასზე გაცემული სერტიფიკატის გამოყენება, რაც გამოწვეულია შესაბამისი მომსახურების გაწევისას სააგენტოს მიერ დაშვებული შეცდომით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 პუნქტი:

„192. ამ დანართის მე-2 მუხლის 38-ე პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანი პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე