სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ

სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1171-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/06/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/1171-18
21/06/2018
ვებგვერდი, 02/07/2018
სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების“ კრედიტორთა პირველი კრების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210318002387616

N2/1171-18

განჩინება

საქართველოს სახელით

ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან

          

2018 წლის 21 ივნისი   

ქ.  ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ია დვალიშვილი


განმცხადებელი /მოვალე/  – სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტები’’

წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

კრედიტორი – შპს ,,საქნავთობპროდუქტი’’

წარმომადგენელი – გოჩა კილასონია

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, 

დაადგინა:

1.  სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტების’’ კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2018 წლის 09 ივლისს 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11. მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                               დარინა აბულაძე

 სხდომის მდივანი                                                    ია დვალიშვილი.