„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.168.016266
32
29/06/2018
ვებგვერდი, 05/07/2018
010250000.35.168.016266
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2018 წლის 29 ივნისი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს იურიდიული  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 22 ივლისის  №12 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250000.35.168.016109) შევიდეს  შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი  მუხლის  მე-3  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა  და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

2. მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ვ) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობასთან;“.

3. მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„რ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტში, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის დებულებებში ცვლილებების  შეტანის შესახებ. აგრეთვე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს  მერიისა  და მერიის  სტრუქტურული ერთეულების  დებულებათა პროექტებში ცვლილებების  შეტანის საკითხებზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი