“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016295
75
28/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010260020.35.136.016295
“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №75

2018 წლის 28 ივნისი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017  წლის  14  ნოემბრის  N24  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/11/2017 წ., 010260020.35.136.016244)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება - დამატებები:
1. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს   დაემატოს  ი2 ქვეპუნქტი:

„ი2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 და 148-ე მუხლებით  გათვალისწინებული სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში,  ასევე საქართველოს  კანონის „ნარჩენების  მართვის კოდექსი“ 31-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

2. დებულების  მე-6 მუხლს დაემატოს  პ1 ქვეპუნქტი:

„პ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 და 148-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე,  35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამაზ აბაშიძე