შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15924-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/06/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/15924-17
22/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
შპს ,,casa group-ის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 15924-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 2 2 ივნისი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი _ შემოსავლების სამსახური

 

მოვალე _ შპს ,,Casa group”

წარმომადგენელი _ ბაჩუკი ქირია

 

მეურვე _ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი _ ლელა ხაციკიდუ

 

მოთხოვნა _ კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ”Casa group”-ის გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 08 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა მომრიგებელი საბჭოს წევრმა ნათია ხვადაგიანმა და მოითხოვა მომრიგებელი საბჭოს 07.05.2018 წლის გადაწყვეტილების დამტკიცება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 13 ივლისს 09:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                         თამარ ჭუნიაშვილი