„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016810
310
28/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
040030000.22.027.016810
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №310

2018 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016329) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა  და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა;“.

2. 36-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სერვერული და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, მონაცემთა შენახვისა და საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობა;“;

ბ)  მე-3 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვის წესების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით საკონტროლო სამუშაოების ჩატარება და, საჭიროებიდან გამომდინარე, გაუმჯობესების სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სერვერული, მონაცემთა შენახვისა და  ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური, მათ შორის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაბამისობის უზრუნველყოფა;“.

3. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მიზანია სააგენტოს საინფორმაციო რესურსების, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურებების მომხმარებელი იურიდიული პირების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობის განვითარება.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო და სანდო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობა.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იურიდიული პირებისათვის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევის მიზნით, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.“.

4. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების სამსახური

1. სამსახურის მიზანია ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების განვითარება.

2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების:

ა.ა) განვითარების შესაძლებლობების ძიება და განხორციელება;

ა.ბ) განვითარების ამოცანების დროული და ხარისხიანი გადაწყვეტა;

ა.გ) საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების თაობაზე ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

3. სამსახურის ფუნქციებია:

ა) ელექტრონული საიდენტიფიკაციო სერვისების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატებთან დაკავშირებული, ასევე სანდო (მათ შორის, კვალიფიციური სანდო) მომსახურებების:

ა.ა) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ა.ბ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, წინადადების მომზადება და  ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ა.გ) პროგრამული და ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება;

ა.დ) ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების სფეროში კომპრომეტაციის შემთხვევების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

გ) გარე მომხმარებლებისთვის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე