„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2630-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170000.05.001.018903
2630-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
040170000.05.001.018903
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 040170000.05.001.018054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“.

 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მიზნებისთვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2630-IIს