დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016310 |
|
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 05/12/2017; ს/კ: 220010040.18.011.016260) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ერთი კომერციული ბანკის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში;”. 2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ბანკი, ამ წესის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი). 2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე. 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 4. ბანკი ამ წესის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ბანკში არსებულ პოლიტიკა-პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც. 6. ამ წესის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით. 7. ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები