„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის N70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის N70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016311
118/04
27/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
220010000.18.011.016311
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის N70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის N70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №118/04

2018 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის №70/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 ივლისის №70/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/07/2016; ს/კ: 220010000.18.011.016198) შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ოფშორული ზონა – დანართი 2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

კ) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგება (ოპერაცია) – გარიგება (ოპერაცია), რომლის განხორციელების დროსაც არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი).“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.“;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა N10).“;
დ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №10-1).“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საკრედიტო კავშირის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (პაის 10%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (პაის 25%-ის და მეტის მფლობელი პარტნიორი), გამგეობის წევრების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული შეფასების შესახებ ინფორმაციას.“;

ვ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მოიცავს საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში რეგისტრირებული პირებისგან საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულ სესხებს.“;

ზ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა 10)

1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საკრედიტო კავშირმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“;

    ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა 10-1)

1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საკრედიტო კავშირმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (სესხის გაცემა, დეპოზიტის მიღება და სხვ.) და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში, გარიგების მონაწილე მხარის მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“;

კ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც საკრედიტო კავშირის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დანერგა თუ არა.“;

ლ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ.“;

მ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საკრედიტო კავშირი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.“;

ნ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საკრედიტო კავშირი, ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საკრედიტო კავშირი, ამ წესის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საკრედიტო კავშირში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. ამ წესის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში, კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით.

7. საკრედიტო კავშირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე