დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის N47/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140020000.18.011.016312 |
|
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №47/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №47/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge), 06/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.18.011.016194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1 . ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) ოფშორული ზონა - დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები; ლ) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგება (ოპერაცია) - გარიგება (ოპერაცია), რომლის განხორციელებისასაც არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - დოკუმენტის ნომერი).“; ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. თუ კლიენტს საანგარიო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.“; გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფორმაში ასევე აისახება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების (ადგილზე ინსპექტირების) თარიღი და შეფასების შესახებ ინფორმაცია.“; დ) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გარდა საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა. 4. 4. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).“; ე) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.“; ვ) მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „12. ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.“; ზ) მე-10 მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-10 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას. 16. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.“; ი) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი: „161. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით, მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვ.).“; კ) მე-10 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაზე ან/და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობასთან (Forex and binary options კომპანიები და სხვ.).“; ლ) მე-10 მუხლის მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს; მ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი: „201. კლიენტები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ კლიენტებს.“; ნ) მე-10 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.“; ო) მე-10 მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“, რომლებშიც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი, ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში. 24. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.“; პ) მე-12 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით რედაქციით: „2. რეგისტრატორმა, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით. 3. ფორმაში აისახება ინფორმაცია გარიგების ყველა მხარის (კლიენტების) შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად). 4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“; ჟ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, რეგისტრატორი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.“; რ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რეგისტრატორი, ამ წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ - პორტალი). 2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე. 3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა. 4. რეგისტრატორი, ამ წესის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგისტრატორში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილი და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც. 6. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში, კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით. 7. რეგისტრატორისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები