„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016314
121/04
27/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
220090000.18.011.016314
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №121/04

2018 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110516011, 18/05/2011, ს/კ: 220090000.18.011.016030) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თანხის ჩარიცხვა იმ ოდენობით, რომ ბარათზე უკვე განხორციელებული ჩარიცხვების თანხასთან ერთად მათი ჯამური ოდენობა აჭარბებდეს 1000 ლარს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას და ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე