„საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის N48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის N48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 140020000.18.011.016315
122/04
27/06/2018
ვებგვერდი, 28/06/2018
140020000.18.011.016315
„საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის N48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №122/04

2018 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №48/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის N48/04 ბრძანებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.18.011.016193) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ოფშორული ზონა დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

კ) იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული ოპერაცია (გარიგება) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებს (1500/3000) ქვემოთ მოცულობის ოპერაცია (გარიგება), რომლის განხორციელებისას არ არის დადგენილი პირის სახელი, გვარი, რეზიდენტობა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი (პირადი ნომერი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტის ნომერი). თუ  ზემოჩამოთვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემები მოპოვებულია დისტანციური ფორმით კლიენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე და ამავდროულად არ არის ვერიფიცირებული სათანადო წესით, ოპერაცია (გარიგება) ასევე განიხილება იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებულად.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. თუ კლიენტს საანგარიო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის კატეგორიის შესაბამისად.“;

გ) მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა N11).“;

დ) მე-4 მუხლს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა N11-1).“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საბროკერო კომპანიის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და შეფასების შესახებ ინფორმაციას.“;

ვ) მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გარდა, საადვოკატო, საბუღალტრო და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა.

4. აზარტული თამაშების საქმიანობების განმახორციელებელი პირები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებასთან („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).“;

ზ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.“;

თ) მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„10. ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ.“;

ი) მე-12 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-12 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი არარეზიდენტი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას. 

14. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.“ ;

ლ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით, მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვ.).“;

მ) მე-12 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაზე ან/და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებზე ბინარული ოფციონებით ვაჭრობასთან  (Forex and binary options კომპანიები და სხვ.).“;

ნ) მე-12 მუხლის მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნას;

ო) მე-12 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.“;

პ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:

„201. კლიენტები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე  საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონაში რეგისტრირებული პირია, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ კლიენტებს.“;

ჟ) მე-12 მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“, რომლებშიც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი, ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში.

23. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/ოფშორულ/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.“;

რ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფორმაში აისახება ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში გარიგება მათი მეშვეობით ან/და მათი დავალებით. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.“;

ს) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15.  ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა N11)

1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საბროკერო კომპანიამ, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობის და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ გარიგების მხარეები არიან საბროკერო კომპანიის კლიენტები, ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად).

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“ ;

ტ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151.  ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების/გარიგებების მიხედვით (ფორმა N11-1)

1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საბროკერო კომპანიამ, ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება პროდუქტების/გარიგებების ტიპების (ფასიანი ქაღალდების ყიდვა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვ.) და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ გარიგებაში, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალკ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.“;

უ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც საბროკერო კომპანიის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დანერგა თუ არა.“;

ფ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ.“;

ქ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საბროკერო კომპანია ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.“

ღ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საბროკერო კომპანია, ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საბროკერო კომპანია ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საბროკერო კომპანიაში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. ამ წესის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის კითხვარით წარმოდგენის შემთხვევაში, კითხვარის დამოწმება ხდება ელექტრონული/ციფრული ხელმოწერით.

7. საბროკერო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის მიწოდება ხდება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე