დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2617-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200010.05.001.018893 |
|
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს – სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;“. 2. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2617-IIს |
დოკუმენტის კომენტარები