„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016412
45
25/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
010250050.35.166.016412
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2018 წლის 25 ივნისი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 13.03.2018, 010250050.35.166.016395) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის“ :

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

„29. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ვეტერანთა ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ვეტერანთა ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსებისთვის: 

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი:

„28. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე ვეტერანთა ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 10 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი