,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016409
42
25/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
010250050.35.166.016409
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2018 წლის 25 ივნისი

ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 12.02.2018,010250050.35.166.016382)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების  მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის  შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს  დებულება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო

1. გურჯაანის  მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა

1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები და  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები.  აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი. საბჭოს შემადგენლობაში  ასევე შეიძლება იყვნენ  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი