„ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016307
29
29/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010250050.35.106.016307
„ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2018 წლის 29 ივნისი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  05/10/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.106.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტრუქტურული ერთეული – ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და საკოორდინაციო სფეროში მიმდინარე პროცესის შესახებ ანგარიშგებას. ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას, თითოეული ამ დადგენილებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, მათთვის დებულებით (წესდებით), ან/და სხვა სამართლებრივი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსასწორებლად დაწესებულებისთვის განსაზღვრული გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა), გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  ხობის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეული.“;

გ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერს  შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა