დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 18/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ და „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 22 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი;
დავით ბერძენიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ვალერიან გელბახიანი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გია გეწაძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი;
ოთარ ზოიძე – დამოუკიდებელი ექსპერტი;
მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
კონსტანტინე კუბლაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორი;
ნუგზარ მგელაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ოთარ მელქაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი;
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ედვარდ სურმანიძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე;
დავით უსუფაშვილი – იურისტი;
გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ვლადიმერ ჭანტურია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ივლიანე ხაინდრავა – საქართველოს პარლამენტის წევრი;
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
თინათინ ხიდაშელი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2004 წლის 18 მაისი.
№49–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები