„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
110
10/04/2010
სსმ, 43, 19/04/2010
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მო­სახ­ლე­ობის ჯან­მრ­თე­ლობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღო­ნისძიე­ბე­ბისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსა­ზ­ღ­ვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 110

2010 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2009 წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც ვაუჩერის პირობების შესაბამისად უზრუნველყოფს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დაზღვევას.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება წყდება დაზღვეული პირის გარდაცვალების ან ბენეფიციარის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმის შემთხვევაში.“;

დ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით, ხოლო ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან მე-13 და 25-ე თვიდან, ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით;“;

ე) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დაზღვეულის გარდაცვალებისას.“;

ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის გადახდა წყდება გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავდროულად, სააგენტო უფლებამოსილია გამოუქვითოს სადაზღვევო ორგანიზაციას არასწორად გაცემული პრემია.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადაზღვევო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება დაზღვევის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან მე-12 ან 24-ე თვის ამოწურვისას, გარდა მე-6 მუხლის 41 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.“;

თ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს თითოეულ დამზღვევთან სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება და თითოეული დაზღვეულისათვის სადაზღვევო პოლისის გაცემა. ამასთან, სადაზღვევო პოლისში ნათლად და მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ (მათ შორის, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები, უფლება-მოვალეობები). გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პოლისების დარიგებამდე ვალდებულია უზრუნველყოს, მათ შორის, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, მის მიერ დაზღვეული პირების ინფორმირება დაზღვევის შესახებ.“.

2. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 2

 

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის   დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო  კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის 20 მარტის ჩათვლით

2010 წლის 31 მარტის ჩათვლით

2010 წლის 1 აპრილიდან  10 აპრილის ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“, გ“, 1“ და ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენისთვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

      .“.

3. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესის:

) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენის და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის, ან ამხანაგობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე კვიტაშვილისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

ირაკლი გიორგობიანისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გრიგოლ გობეჯიშვილისაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

აკაკი სეფერთელაძესაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

ჯამბულ ებანოიძესაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ჯამბულ ბაკურაძესაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

ტატო ურჯუმელაშვილისსიპსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ვახტანგ ლეჟავასაქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსიპრემიერ-მინისტრის მრჩეველი;

დიმიტრი ძაგნიძესაქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

პაპუნა პეტრიაშვილისაქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ანდრია ურუშაძესსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი;

ლაშა ჯუღელისაქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

რევაზ მაჭარაშვილისაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე (კომისიის მდივანი).“;

) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაშითავმჯდომარის მოადგილე.“;

) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს როგორც ამხანაგობის წევრი, მაშინ თითოეული სადაზღვევო კომპანიის წილი გამოითვლება ამ ამხანაგობაში მისი კუთვნილი წილის გათვალისწინებით.“;

) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ ნებისმიერ სადაზღვევო ორგანიზაციას, ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით მოქმედ ორ ან რამდენიმე ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციასამხანაგობას.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან მხოლოდ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების სამედიცინო დაზღვევის განხორციე-ლების გამოცდილება.

3. სადაზღვევო კომპანია საკონკურსო წინადადებასთან ერთად წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას მასზე, რომ კონკურსში გამარჯვებისას დამზღვევთან სადაზღვევო ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარისთქმის და/ან მათი დადების შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამებიდან ვადაზე ადრე გასვლისას გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1 (ერთი) მილიონი ლარის ოდენობით.

4. კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 20 აპრილს, დღის 15.00 საათიდან, შემდეგ მისამართზე: . ინგოროყვას . 7 (საქართველოს მთავრობის კანცელარია).

5. კონკურსში მონაწილე კომპანიამ/ამხანაგობამ საკონკურსო წინადადებები უნდა შეიტანოს უწყებათაშორისი კომისიის სახელზე არა უგვიანეს 2010 წლის 20 აპრილის 13.00 საათისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

6. თითოეულ სამედიცინო რაიონზე საკონკურსო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე კონვერტად. კონვერტზე უნდა იყოს მითითებული სადაზღვევო კომპანიის/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები, სამედიცინო რაიონის დასახელება, კონვერტში მოთავსებული ფურცლების რაოდენობა.

7. კონკურსის მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: კომპანიის/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები, სამედიცინო რაიონის დასახელება, ერთეულის ფასი, წერილობითი თანხმობა სამედიცინო რაიონში დამატებითი ვალდებულების აღების შესახებ (საავადმყოფოს მშენებლობა, არსებულ ან მშენებარე კლინიკისაგან სამედიცინო მომსახურების შესყიდვის ვალდებულება), საავადმყოფოს/საავადმყოფოების მშენებლობის გრაფიკი, საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, კომპანიის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც კომპანიის სახელით მონაწილეობას მიიღებს ღია ვაჭრობაში.

8. წარმოდგენილი ერთეულის ფასი (წლიური სადაზღვევო პრემია) არ უნდა აღემატებოდეს 144 ლარს. ერთეულის ფასი უნდა ეწეროს ციფრობრივად და სიტყვიერად. დაუშვებელია ფარდობითი ფასის წარმოდგენა. თუ ფასი ცხადად არ არის მითითებული, წინადადება არ განიხილება.

9. თუ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა (ოცდამეხუთე თავი) და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედმა ამხანაგობამ, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვა-ლისწინებულ დოკუმენტებთან ერთად პრეტენდენტის მიერ ცალკე კონვერტად წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დადასტურებული ასლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის წილობრივი განაწილების შესახებ.

10. კონკურსი სამედიცინო რაიონების მიხედვით ჩატარდება №4 დანართში დადგენილი თანმიმდევრობით.“;

ე) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უწყებათაშორისი კომისია ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს უცხადებს პრეტენდენტის მიერ მოცემულ სამედიცინო რაიონში წარმოდგენილი ერთეულის ფასს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. ამასთან, კლებადობის მინიმალური ბიჯი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ლარს.“;

ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანია/ამხანაგობა ვალდებულია, ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ასაშენებელი საავადმყოფოს თითოეულ საწოლზე და/ან სამი თვის ვადაში სამედიცინო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე არსებულ კლინიკასთან (კლინიკებთან).“.

4. დადგენილების №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4

სამედიცინო რაიონები

2010 წლის მარტის მდგომარეობით დაზღვეულთა რაოდენობა

სამედიცინო რაიონი

დაზღვულთა რაოდენობა

მათ შორის, პედაგოგები

საავადმყოფოების რაოდენობა

საწოლების რაოდენობა

1

თბილისი

100,350

15,086

-

-

 

გლდანი-ნაძალადევი

32978

3968

 

 

 

ისანი-სამგორი

12575

2171

 

 

 

დიდუბე-ჩუღურეთი

26865

3639

 

 

 

ვაკე-საბურთალო

18035

3181

 

 

 

ძველი თბილისი-დიდგორი

9897

2127

 

 

2

ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა

67,708

5,663

3

95

 

ქუთაისი

 

 

 

50

 

წყალტუბო

 

 

 

15

 

ტყიბული

 

 

 

15

 

თერჯოლა

 

 

 

15

3

მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ

57,352

4,369

2

40

 

მესტია

 

 

 

25

 

ზუგდიდი

 

 

 

-

 

წალენჯიხა

 

 

 

-

 

ჩხოროწყუ

 

 

 

15

4

გორი, კასპი

50,502

3,775

1

15

 

გორი

 

 

 

-

 

კასპი

 

 

 

15

5

ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა

48,016

3,150

2

50

 

ხარაგაული

 

 

 

-

 

ზესტაფონი

 

 

 

25

 

ჭიათურა

 

 

 

25

6

თელავი, ახმეტა, ყვარელი

43,193

3,092

3

100

 

თელავი

 

 

 

70

 

ახმეტა

 

 

 

15

 

ყვარელი

 

 

 

15

7

ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი

42,455

2,461

4

60

 

ყაზბეგი

 

 

 

15

 

მცხეთა

 

 

 

15

 

ახალგორი

 

 

 

-

 

გუდაური

 

 

 

-

 

დუშეთი

 

 

 

15

 

თიანეთი

 

 

 

15

8

ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური

42,398

3,119

1

50

 

ლანჩხუთი

 

 

 

-

 

ოზურგეთი

 

 

 

50

 

ჩოხატაური

 

 

 

-

9

სენაკი, აბაშა, მარტვილი

42,092

2,353

1

15

 

სენაკი

 

 

 

15

 

აბაშა

 

 

 

-

 

მარტვილი

 

 

 

-

10

შუახევი, ქედა, ხულო

38,532

2,489

3

55

 

შუახევი

 

 

 

15

 

ქედა

 

 

 

15

 

ხულო

 

 

 

25

11

საგარეჯო, გურჯაანი

33,634

2,247

2

85

 

საგარეჯო

 

 

 

15

 

გურჯაანი

 

 

 

70

12

ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო

31,183

2,449

2

40

 

ლაგოდეხი

 

 

 

15

 

წნორი

 

 

 

25

 

დედოფლისწყარო

 

 

 

-

13

თეთრიწყარო, წალკა, მარნეული

30,050

3,909

3

55

 

თეთრიწყარო

 

 

 

15

 

წალკა

 

 

 

15

 

მარნეული

 

 

 

25

14

ხაშური, ქარელი

30,011

2,271

1

25

 

ხაშური

 

 

 

25

 

ქარელი

 

 

 

-

15

ბათუმი, ხელვაჩაური

28,303

3,924

1

50

 

ბათუმი

 

 

 

50

 

ხელვაჩაური

 

 

 

-

16

ქობულეთი, ჩაქვი

27,237

1,752

2

65

 

ქობულეთი

 

 

 

50

 

ჩაქვი

 

 

 

15

17

გარდაბანი, რუსთავი

23,686

3,930

1

25

 

გარდაბანი

 

 

 

25

 

რუსთავი

 

 

 

-

18

ბოლნისი, დმანისი

22,830

1,871

2

30

 

ბოლნისი

 

 

 

15

 

დმანისი

 

 

 

15

19

სამტრედია, ხონი

22,240

1,773

1

25

 

სამტრედია

 

 

 

25

 

ხონი

 

 

 

-

20

ბაღდათი, ვანი

21,775

1,264

1

15

 

ბაღდათი

 

 

 

15

 

ვანი

 

 

 

-

21

ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი

20,589

3,157

4

105

 

ახალციხე

 

 

 

50

 

ასპინძა

 

 

 

-

 

ადიგენი

 

 

 

15

 

ბორჯომი

 

 

 

25

 

ბაკურიანი

 

 

 

15

22

საჩხერე

11,805

1,256

 

 

23

ფოთი, ხობი

17,544

1,398

1

50

 

ფოთი

 

 

 

50

 

ხობი

 

 

 

-

24

ცაგერი, ლენტეხი

14,293

498

1

15

 

ცაგერი

 

 

 

15

 

ლენტეხი

 

 

 

-

25

ამბროლაური, ონი

12,807

505

2

50

 

ამბროლაური

 

 

 

25

 

ონი

 

 

 

25

26

ახალქალაქი, ნინოწმინდა

7,807

2,989

1

15

 

ახალქალაქი

 

 

 

15

 

ნინოწმინდა

 

 

 

-

 

 სულ

888,392

80,750

45

1,130.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური