დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ “დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00001 22 მარტი, 2018 | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35/95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016541 |
|
ცვლილება ნომერი სამი
„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00001 2018 წლის 22 მარტი |
ცვლილება ნომერი სამი „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID“) მეშვეობით და საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“) 2015 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“).
ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები“) 2015 წლის 22 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა“); ვინაიდან 2016 წლის 22 დეკემბერს გრანტის მიმღებმა და USAID-მა ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ერთს და 2017 წლის პირველ სექტემბერს ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ორს, რომელთაგან ორივე წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს; ვინაიდან გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში კვლავ შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) გაიზარდოს გრანტის მთლიანი თანხა $15,394,117-ით, $12,538,000-დან $27,932,117-მდე; (ბ) გაიზარდოს USAID-ის მთლიანი მიახლოებული მონაწილეობა $12,101,406-ით, $30,682,117-დან $42,783,523-მდე; (გ) გაიზარდოს გრანტის მიმღების მონაწილეობა $5,131,372-ით, $4,179,333-დან $9,310,705-მდე; და დ) შესაბამისად, განახლდეს ფინანსური გეგმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: |
1. შეთანხმების 3.1 (ა) პუნქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელწოდება „გრანტი“ წაიშლება მთლიანად და, შესაბამისად, შეიცვლება შემდეგით:
„(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოცდაშვიდი მილიონ ცხრაას ოცდათორმეტი ათას ას ჩვიდმეტ ამერიკის შეერთებული შტატების („აშშ“) დოლარს ($27,932,117) („გრანტი“)“. 2. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის „USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა“ პირველ წინადადებაში „თანხა $30,682,117” წაიშლება და შეიცვლება თანხით „$ 42,783,523”. 3. შეთანხმების 3.2 (ბ) პუნქტის „გრანტის მიმღების მონაწილეობა“ პირველ წინადადებაში „თანხა $4,179,333” წაიშლება და შეიცვლება თანხით „$ 9,310,705 ”. 4. ცხრილი დანართ 1, დამატება ა-ში სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:
5. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, შეთანხმების ყველა სხვა ტერმინები და პირობები უცვლელია და რჩება ძალაში.
რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველ, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ სამს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს:
ცვლილება ნომერი სამი „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები