დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ბანკი“-ს ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/4208 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."საქართველოს ბანკი" |
| მიღების თარიღი | 22/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
გადაწყვეტილება
|
2018 წლის 21 მაისს, სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2015 წლის 1 ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №150561560). ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი: 1. სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურების შესახებ. დღის წესრიგში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. 2018 წლის 21 მაისიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისათვის(გადასახადების დაქვითვამდე): · სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 210 313 აშშ დოლარი · სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე –97 820 აშშ დოლარი · სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – 73,365აშშ დოლარი ბ) დამატებითი წლიური ანაზღაურება კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე) · აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე – 17,520 აშშ დოლარი · აუდიტის კომიტეტის წევრი –12 848 აშშ დოლარი · რისკის კომიტეტის თავმჯდომარე – 17 333 აშშ დოლარი · რისკის კომიტეტის წევრი – 8 760 აშშ დოლარი · ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე – 12 848 აშშ დოლარი · ანაზღაურების კომიტეტის წევრი – 8 760 აშშ დოლარი. 2. ანაზღაურების გადახდა მოხდეს ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები